ww.watercure.ge214-10-10

• კოლოიდური ოქრო.

კარგი ხარისხის კოლოიდური ოქროს ხსნარი ასპროცენტიანი მინერალური კვებითი დანამატია. სპეციალიზირებულ ლიტერატურაში ამტკიცებენ, რომ ოქროს შეუძლია შეამსუბუქოს ართრიტი, ამცირებს სახსრების შეშუპებას და აუმჯობესებს მოძრაობას. იგი ასევე დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციებზე, ამაგრებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესის შედეგებს. კოლოიდური ოქროს.
რეგულარული მიღება ხსნის დეპრესიას, დათრგუნვის შეგრძნებას, დაღლილობისა და ნაღვლიანობის შეგრძნებას, დადებითად მოქმედებს ზოგად მდგომარეობაზე. პოზიტიური მოქმედების ეფექტი აქვს არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემების დროს, არამედ რიგი დაავადებების მკურნალობის დროსაც, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. აზროვნება ხდება უფრო სხარტი, უმჯობესდება კონცენტრაცია და მეხსიერება. კოლოიდურმა ოქრომ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა ყურადღების დაქვეითებისა ჰიპერაქტიურობის დროს. იგი მატებს ენერგიას და აძლიერებს ლიბიდოს. ოქრო აწესრიგებს გულის რითმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აწესრიგებს სხეულის ტემპერატურას.

კოლოიდური ოქრო წარმატებით გამოიყენება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის  მკურნალობაში, ნიკოტინ, კოფეინ და ნახშირწყლოვანი დამოკიდებულების მკურნალობაში, იგი ასევე ამცირებს ასთმის სიმპტომებს.

ჯერ კიდევ 5000 წლის წინ ძველი ეგვიპტელები ოქროს მიიჩნევდნენ მენტალური, ფიზიკური და სულიერი განწმენდის საშუალებად. ისინი თვლიდნენ, რომ ოქრო სტიმულს აძლევს სასიცოცხლო ძალებს და ამაღლებს ვიბრაციის დონეს.

ყველაზე ცნობილი ჩინელი ალქიმიკოსი ცო ხუნი (281–361 წწ) ამტკიცებდა, რომ ოქროს ხსნარი, სიცოცხლის ელექსირია“, მას გააჩნია გამაახალგაზრდავებელი თვისებები, იგი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ჩინეთიდან ოქროს ხსნარი მოხვდა არაბ ალქიმიკოსებთან, რომლებმაც თავიანთი ცოდნა გაავრცელეს ევროპაში.

პარაცელსმა (1493–1541 წწ), სამედიცინო ქიმიის დამაარსებელმა, ძვირფასი მეტალების, კერძოდ ოქროს ბაზაზე შექმნა რამოდენიმე წამალი. მან წარმატებით გამოიყენა მეტალებით გამდიდრებული მარილები იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც სხვა ექიმებმა ჩათვალეს განუკურნებლად.

ოქროთი დაფერილი აბები და, ოქროს წყალი“ ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეების ევროპაში. ალქიმიკოსები ოქროს ფხვნილს ურევდნენ იმ წამლებში, რომლითაც მკურნალობდნენ ფეხების ტკივილს (თანამედროვე მედიცინაში – ართრიტები). დროთა განმავლობაში ართრიტების ოქროთი მკურნალობამ სულ უფრო ფართო გამოყენება ჰპოვა: დღესაც განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ოქროს ართრიტების მკურნალობაში.

დიდმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა მაიკლ ფარადეიმ 1857 წელს ელექტროლიზის საშუალებით მიიღო პირველი სტაბილური ოქროს კოლოიდი.

ცნობილმა გერმანელმა ბაქტერიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა დ–რ რობერტ კოხმა აღმოაჩინა, რომ ტუბერკულოზის გამომწვევ ბაქტერიებს ოქროს სიახლოვეს არ შეუძლიათ არსებობა. ამ აღმოჩენამ მას 1905 წელს მედიცინაში ნობელის პრემია მოუტანა.

1885 წლის დასაწყისში აშშ–ში, კოლოიდური ოქრო რეკომენდირებული იყო როგორც ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ჰქონდათ მტკიცებულება, რომ ოქრო ამცირებს ალკოჰოლდამოკიდებულებას. გარდა ამისა იგი წარმატებით გამოიყენება კოფეინისა და ნახშირწყლოვანი დამოკიდებულების შემცირებაში.  მისმა  სამკურნალო თვისებებმა გულისა და სისხლძარღვების დაავადებების მკურნალობაში ფართო აღიარება მოიპოვა. კოლოიდური ოქრო ასევე მიღებული პრეპარატია კანის წყლულებისა და დამწვრობების მკურნალობაში. ოქრო გამოიყენება როგორც ოპერაციის შემდგომი საშუალება ნერვულ დაბოლოებებზე ზოგიერთი ოპერაციის დროს.

1900–იან წლებში ხშირად იყენებდნენ ოქროს ფირფიტის ინპლანტირებას კანქვეშ, ან იდაყვისა და მუხლის სახსრებზე ანთებითი პროცესების შემთხვევაში. იგი იწვევდა ტკივილის შემცირებას და ზოგჯერ ტკივილის სრულ მოხსნასაც კი. 1927 წლიდან დაიწყეს ოქროს გამოყენება სახსრების ანთების (რევმატოიდური ართრიტი) სამკურნალოდ.

1935 წელს ქ. ჩიკაგოს საავადმყოფოს, აუგუსტანას ქირურგ–კონსულტანტმა ედვარდ ოქსნერმა ჟურნალში – კლინიკური მედიცინა და ქირურგია (Clinical Medicine & Surgery) გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით, «კოლოიდური ოქროს გამოყენება კიბოს მძიმე ფორმების მკურნალობის დროს». ამ სტატიაში ამტკიცებს, რომ «როდესაც აღარ არის გამოჯანმრთელების იმედი, კოლოიდური ოქრო პაციენტს ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გამძლეობაში. ის საგრძნობლად ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს».

დ–რ ნ.კაიროს და დ–რ ა.ბრინკმანის სამედიცინო ბესტსელერი მატერია მედიკა
(19–გამოც. 1956, სან–პაულო, ბრაზილია), ამტკიცებს, რომ "კოლოიდური ოქრო სიმსუქნის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა"

დოქტორები გაი ე. ავრაამი და პიტერ ბ.ჰიმმელი უახლესი გამოკვლევებით
( 1997 ) ამტკიცებენ, რომ ართრიტის მკურნალობა წარმატებით შეიძლება ოქროს ხსნარით. გარდა ამისა ისინი ამტკიცებენ, რომ თავისუფალი მეტალის მდგომარეობაში მყოფი ოქროს ნაწილაკებს არა აქვთ თანმხლები გვერდითი ეფექტები ოქროს შენაერთებისგან განსხვავებით. სხვა გამოკვლევები ამტკიცებენ, რომ კოლოიდური ოქრო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას: ოქროს ხსნარის ყოველდღიური მიღება სამი –ოთხი კვირის განმავლობაში ამაღლებს ინტელექტუალურ კოეფიციენტს (I Q ) 20 % – ით, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და ყურადღებას. თვლიან, რომ კოლოიდური ოქრო აუმჯობესებს გამტარობას ორგანიზმის ნერვულ დაბოლოებებში და ცნს–ში, ეს კი იწვევს როგორც გონებრივი, ისე  ფიზიკური  შრომისუნარიანობის  გაუმჯობესებას.

ეს  შეფასება  ეთანხმება  ედგარ  კეისს, რომელიც  ამტკიცებდა, რომ  ოქრო  ხელს  უწყობს  ნერვული  სისტემის  რეგენერაციას. ედგარ  კეისის  სწავლების  თანახმად , ოქროსა  და  ვერცხლის  სწორად  დოზირების  შემთხვევაში  ადამიანს  შეუძლია  სიცოცხლის  ხანგრძლივობა  გაიორმაგოს.

სამედიცინო  კვლევების  თანახმად, ოქრო  წარმოადგენს  ეფექტურ  წამალს  კორტიკოსტეროიდებზე დამოკიდებული ქრ. ასთმით დაავადებული  პაციენტებისათვის. ოქროს კოლოიდის  ხანგრძლივი მიღება  იწვევს  ამ  დაავადების  შესუსტებას, რადგანაც  ბრონქების ჰიპერაქტიურობა  და  გლუკოკორტიკოიდების  დოზირება  მცირდება.

2002 წ. ავსტრალიისა  და  ახალი  ზელანდიის  მეცნიერებმა  ვერცხლისა  და  ოქროს  საფუძველზე შეჰქმნეს  კიბოს  წინააღმდეგ  ბრძოლის  პრეპარატი. ეს  პრეპარატი  ანადგურებს  კიბოს  უჯრედებს  თაგვების  საშვილოსნოში  და  არ  აზიანებენ  ჯანმრთელ  უჯრედებს!

ბიოქიმიაში  სიცოცხლისთვის  მნიშვნელოვანი  ახალი  პრეპარატების  შექმნისას  ოქროს  იყენებენ  ცილოვან  შენაერთებში. რამოდენიმე  ხნის  წინ  გამოსცადეს  შიდსის  ოქროთი  მკურნალობის  მეთოდი, რომლის  დროსაც  ოქრო  აფერხებს  ვირუსის  გავრცელებას  დაავადებულ  უჯრედებში. ოქრო  გამოიყენება  აგრათვე  ზოგიერთი  სახეობის  კიბოს  მკურნალობაში. ოქროს  მიკროსკოპული  ნაწილაკების  ინექციით  შეაჩერეს  პროსტატის  კიბოს  გავრცელება. საკვერცხის  კიბოს  მკურნალობენ  ოქროთი; სპეციალური  ლაზერი  ოქროს  მტვრის  საფუძველზე ( Golddust ) ანადგურებს  კიბოს  უჯრედებს  ისე, რომ  არ  აზიანებს  ჯანმრთელ  ქსოვილებს.

კოლოიდური  ოქროსა  და  კოლოიდური  ვერცხლის  ერთდროული  და  ყოველდღიური  მიღება  აძლიერებს  იმუნურ  სისტემას–ორგანიზმის  დაცვის  ბუნებრივ  სისტემას. კოლოიდური  ოქრო  აძლიერებს  სასიცოცხლო  ფუნქციებს  და  ახანგრძლივებს  სიცოცხლეს. ოპტიმალური  შეწოვისთვის  კოლოიდური  ვერცხლისა  და  ოქროს  მიღებებს  შორის  რეკომენდირებულია  ნახევარსაათიანი  ინტერვალი.
იმის  გათვალისწინებით, რომ  თანამედროვე  მეცნიერება  აღიარებს  იმას, რასაც  დიდი  ხნის  წინ  ჩვენი  წინაპრები  ფლობდნენ  ცოდნისა  და  გამოცდილების  სახით, ჩვენ  ნელა, მაგრამ  დაბეჯითებით  ვაღიერებთ  ოქროს  სამკურნალო  პოტენციალს.

კარგი  ხარისხის ოქროს  ხსნარის  გამოყენებისას  არასდროს  არ  დაფიქსირებულა  ნეგატიური  თანმხლები  ეფექტები! ამავე  დროს  ოქრო  არ  მოქმედებს  სხვა  პრეპარატებზე  და  არ  აფერხებს  მათ  მოქმედებას.

დოზირება

უფრო  სწრაფი  შეწოვისათვის  რეკომენდირებულია  კოლოიდური  ოქროს  მიღება  ჭამამდე  5–10 წუთით  ადრე, მოზრდილებში –  2 ჩ.კ. დღეში , ბავშვებში – 1 ჩ.კ.(5 მლ)
უმჯობესია  გადაყლაპვამდე  1–2 წუთი  გავაჩეროთ  პირის  ღრუში.

გთხოვთ  მიაქციოთ  ყურადღება:
–არ  შეინახოთ  კოლოიდური  ოქრო  მაცივარში.
–ნუ  მოათავსებთ  კოლოიდურ  ხსნარებს  ელექტროხელსაწყოებისა  და  მაგნიტის  სიახლოვეს, ამან  შეიძლება  შეცვალოს  ნაწილაკების  კოლოიდური  მდგომარეობა (ელექტრული  მუხტი).

დაგვისვით თქვენი კითხვები

ლიტერატურა

• Schilling 1975. Der inform. Arzt. 3. 291-298.
• Abraham, Guy E. Himmel, Peter B. 1997.
Management of Rheumatoid Arthritis: Rationale 
for the Use of Colloidal Metallic Gold.
 J. Nutr.
Med. 7.
• Vizi E. Szilveszter (szerk.) 2002.
Humán farmakológia.
• BOIRON laboratorium 2003.
Homeopatie für Alle für Immer 
• www.purestcolloids.com/mesogold.htm
• www.colloidalgold.com/refroom.htm
• www.harmonicinnerprizes.com/Colloidal.html
• www.bestwaterfilters.com.au/store/prod45.htm

გაფრთხილება

ევროპის თანამეგობრობის კანონებით კოლოიდები არ ითვლებიან წამლად. მათი  გაყიდვა ნებადართულია სასმელი წყლის დისტილაციისა და დეზინფექციის მიზნით. ინფორმაცია საიტზე დაფუძნებულია აშშ–ში წარმოებულ გამოკვლევებზე და ევროპის პრაქტიკოსი ექიმების გამოცდილებაზე.

მომხმარებელთა  გამოხმაურებანი  კოლოიდური  ოქროს  შესახებ.

ანა  ბენჩიკი:

ძალიან  ვაფასებ  კოლოიდურ  ოქროს, რომელიც  შევიძინე  ჩემი  შვილისთვის. რაც  მისი  მიღება  დაიწყო  მას  საგრძნობლად  გაუუმჯობესდა  კონცენტრაცია. სკოლაში  გახდა  უფრო  ყურადღებიანი  და  ყველაფერში  უფრო  აქტიურად  მონაწილეობს.

ი.ფარკაში:

ართრიტის  გამო  წლების  განმავლობაში  გავიარე  მრავალრიცხოვანი  ელექტრო – და  რადიაციული  მკურნალობა. ყოველ  შემოდგომაზე  უკვე  წინასწარ  მეშინოდა დახურული  ფეხსაცმლის,ტერფებში  ვგრძნობდი  ტკივილებს, ვერ  დავდიოდი  ნორმალურად, ვიყავი  დაინვალიდებული. საკმარისი  გამოდგა  ორი  ფლაკონი  კოლოიდური  ოქროს  დალევა  და  ტკივილები  გამიქრა.

გაბრიელე  პრაგერი:

დედაჩემი  ძალიან  იტანჯებოდა  სახსრების  შეშუპებით, კოლოიდური  ოქროს  უკვე  მეორე  ფლაკონის  მიღების  შემდეგ  შეშუპება  ჩაცხრა, სიწითლემ  გაუარა  და  გახარებულმა  აღნიშნა, რომ  ტკივილიც  სადღაც  გაქრა!

თომას  პინტერი:

მამაჩემი  ღმით  მინიმუმ  სამჯერ  დგებოდა. ორი  დღეა  რაც  სვამს  ოქროს  კოლოიდს  და  მდგომარეობა  იმდენად  გაუმჯობესდა, რომ  მხოლოდ  ერთხელ  დგება  ღამეში.

ქ–ნი  ზანიანი:

სამი  კვირაა  რაც  ვიღებ  კოლოიდურ ოქროს  და  სიხარულით  ავღნიშნავ, რომ  ბევრად  უკეთესად  ვიტან  ყოველდღიურ  სტრესებს , უფრო  მარტივად  ვაგვარებ  პრობლემებს  სამსახურსა  და  სახლში. კონცენტრაცია  და  ყურადღება  გამიუმჯობესდა. 55 წლის  ვარ, უფრო  დაბალანსებული  და  მხიარული  ვარ, ცხოვრებისეულ  სირთულეებს  ვუმკლავდები  მარტივად, გარშემომყოფები  შურითა  და  გაკვირვებით  აღნიშნავენ  ცვლილებებს  ჩემს  მდგომარეობაში. თქვენმა  პროდუქტმა  ჩემზე  ძალიან  დადებითი  ზეგავლენა  მოახდინა.

გეორგ  გაზე:

კოლოიდების  არსებობის  შესახებ  მხოლოდ  აპრილში  შევიტყვე. მას  შმდეგ  ვიღებ  მათ  რეგულარულად. დავაკვირდი, რომ  სხვადასხვა  კოლოიდი, თუ  მათ  ერთდროულად  მიიღებ  ერთმანეთს  უფრო  ეფექტურს  ხდის, კოლოიდურმა  ოქრომ  ორი  დადებითი  შედეგი  მომცა:

1. 30 წელია  ოსტეოართროზისა  და  ხერხემლის  სტენოზის  გამო  რეგულარულად  ვიტარებდი  ფიზიოპროცედურებს. კოლოიდური  ოქროს  მიღების  შემდეგ  ტკივილებისგან  განვთავისუფლდი  და  მომეხსნა  მეტეოდამოკიდებულება.

2. მაქვს  ინსულინდამოკიდებული  დიაბეტი  და  ჰიპერტონია. ამის  გამო  მკაცრ  დიეტაზე  ვარ,ლუდის  დალევა  აკრძალული  მაქვს, ხანდახან  ერთ ჭიქა  ლუდის  დალევა  შემდგომში  ბევრ  პრობლემებს  მიქმნიდა. ორი  თვის  წინ  დავიწყე  კოლოიდური  ოქროს  მიღება  და  ვამჩნევ, რომ  აღარ  მაქვს  ლუდის  დალევის  სურვილი, მე  ჯერ  კიდევ  შემიძლია  დავლიო  ერთი  ჭიქა  ლუდი, მაგრამ  მეორე  აღარ  მინდება.

წყარო: www.kolloide.at
termektapasztalatok.hu

ინტერნეტ-საიტი ატარებს განსაკუთრებულ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ოფერტს
აქ წარმოდგენილი პრეპარატის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ სათანადო ლიტერატურას ან თქვენს მკურნალ ექიმს
საიტის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თვითმკურნალობის შედეგებზე
info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине