ექიმების გამოხმაურება

ნინო სვანიძე

ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ სისხლში გამოყოფილი ჰორმონების (აქტიური ნივთიერებები) ორგანიზმზე ზემოქმედებას.
ენდოკრინული სისტემა არეგულირებს ორგანოების მუშაობას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და უზრუნველყობს ორგანიზმის ჰომეოსტაზს  (წონასწორობას).
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებია: ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრახლო ჯირკვლები, კუჭუკანა ჯირკვალი, ფარისებრზედა ჯირკვლები, საკვერცხეები და ტესტიკულები.
ყოველი მათგანი გამოჰყობს ჰორმონებს სამიზნე ორგანოებისათვის.

ენდოკრინული დაავადებებია: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, გრივსის დაავადება...), შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, სასქესო ორგანოების დაავადებები, სიმსუქნე...
რადიაციის მაღალმა ფონმა და განვითარებულმა ტექნიკურმა პროგრესმა გაახშირა აუტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობა. კერძოდ, აუტოიმუნური თირეოიდიტები...

კოლოიდური ვერცხლი, როგორც არასტეროიდული ბუნების იმუნომოდულატორი საწინააღმდეგოდ გამოიყენება იმუნური აგრესიის წინააღმდეგ.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა-სიმსუქნე. კვებითი რეჟიმის მოწესრიგებასთან და საჭირო სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს დღის განმავლობაში 1,5 ლ. – 2,0 ლ. სითხე. ამისათვის, მიზანშეწონილად მიმაჩნია ცოცხალი წყალი (ელექტრო-ქიმიურად აქტივირებული კათოლიტი) რომელსაც სტრუქტურული ცვლილებების გამო გაძლიერებული აქვს უჯრედშიდა არეში ბიოშეღწევადობის უნარი.

პაციენტებს, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ ზემოთ აღნიშნული თერაპია შესძლე წონის კორექცია უმოკლეს ვადაში.

__________________________________________________

თბილისი. უზნაძის 49.

კარდიოლოგიური საავადმყოფო.

დაგვისვით თქვენი კითხვა

 

info@watercure.ge
Copyright (c) 2011. Применение активированной воды в медицине